საპატრიარქო ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტრავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ილია II-ს ბრძანებას აქვეყნებს

საპატრიარქო ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტრავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ილია II-ს ბრძანებას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარესტრავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კათოლიკოს -პატრიარქის, ილია II-ს მიერ გამოცემულ ბრძანებას აქვეყნებს. ბრძანების ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით, ვბრძანებ:

1. ა.წ. 18 ივნისიდან დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები;

2. დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტიშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს, მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე;

3. ეთხოვოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდეგ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები.

4. დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს, განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნულ სამუშაოებზე.

5. ბრძანების შესრულებაზე ზოგადი კონტროლი განახორციელოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი)", - წერია პატრიარქის ბრძანებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"