შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა ფალავანმა გურამ გუგენიშვილმა ამერიკელ კენი გარნერთან, რომელიც ორი წლის წინ რინგზე დამარცხებული ჰყავდა, 28 ივნისს, სანკტ-პეტერბუგში გამართული ბოლო ბრძოლა სენსაციურად წააგო და მძიმე წონაში M-1 Challenge-ის ჩემპიონის ქამარი დათმო.
რინგზე ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირებას პირველი რიგიდან თვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ადევნებდა თვალს.
ბრძოლის დასრულების შემდეგ პუტინი ქართველის გალახვით უზომოდ ბედნიერი იყო. პრეზიდენტი ადგილიდან წამოიჭრა და კენი გარნერს გამარჯვება პირადად გულმხურვალედ მიულოცა და თან ეს, ჩვენთვის ძალზე გამაღიზიანებელი ჟესტითაც გამოხატა.
იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინმა რინგზე ქართველი ჩემპიონის დამარცხებით გაიხარა