შოთა უტიაშვილი - ოსურ მხარეს შეშფოთების საფუძველი არ აქვს

შოთა უტიაშვილი - ოსურ მხარეს შეშფოთების საფუძველი არ აქვს

შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი სოფელ ზარდიაანთკარში საგუშაგოს გახსნას უსაფრთხოებით ხსნის და აცხადებს, რომ ოსურ მხარეს შეშფოთების საფუძველი არ აქვს.

ამის შესახებ უტიაშვილმა დღეს, ზარდიაანთკარში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კომისიის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც 3 საათს გრძელდებოდა. მისი თქმით, საოკუპაციო ზოლის პერიმეტრზე განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ზარდიაანთკარში იმ 100-მდე ადამიანის დაბრუნება იგეგმება, მათ შორის ქართველებისა და ოსების, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილობაში ცხოვრობენ. უტიაშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ, პოლიციის პოსტის გახსნა უსაფრთხოების მიზნით, უცილებლობიდან გამომდინარეობდა.

ოსური მხარის წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი კი, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომების გატარებას არ ეწინააღმდეგება. თუმცა, როგორც სხდომის შემდეგ გაგლოითმა განაცხადა, საგუშაგოს გახსნა ნაჩქარევი იყო.

ზარდიაანთკარში გახსნილ საგუშაოზე მსჯელობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?