არქეოლოგებმა თბილისში უძველესი ნასახლარი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თბილისში უძველესი ნასახლარი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში უძველესი ნასახლარი აღმოაჩინეს. ნასახლარი და სხვადასხვა ნივთები დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, მშენებლობის დროს იპოვეს. არქეოლოგების განმარტებით, ნივთები ძვ.წ. აღ-ის პირველ ათასწლეულს განეკუთვნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" არქეოლოგმა ნინო ახვლედიანმა განუცხადა, ნასახლარის სავარაუდო ასაკი 3100-3200 წელია. სამოსახლოში ფილებით იყო მოპირკეთებული იატაკი, კედლები კი შელესილი იყო.

ნასახლარი მხოლოდ სამი დღეა, რაც აღმოაჩინეს. ახვლედიანის თქმით, ჯერჯერობით, საკმაოდ მწირი მასალაა მოპოვებული, თუმცა, გათხრები გაგრძელდება, რის შემდეგაც, უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ნივთის აღმოჩენას ელიან. აღმოჩენილია პატარა ქოთნები, რკინის ნამგალი, სადაფის ნივთი, გულსაბნევი და ბრინჯაოს ღილი. კედელზე შემორჩენილია ხანძრის კვალიც.

ახვლედიანის ინფორმაციით, გათხრები სავარაუდოდ ორ კვირას გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"