ბიძინა გიორგობიანი - "საქართველოში 952 ათასის კი არა, 9 ლარის ქონებაც არ გამაჩნია"

 ბიძინა გიორგობიანი - "საქართველოში 952 ათასის კი არა, 9 ლარის ქონებაც არ გამაჩნია"

საქართველოში 952 ათასის კი არა, 9 ლარის ქონებაც არ გამაჩნია, - ამის შესახებ "ინტერპესნიუსს" გერმანიაში მცხოვრებმა ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა.

ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს მიერ დაკისრებული 952 ათასი ლარის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ აღსრულების ბიურო ჯარიმის თანხას მისგან ვერ ამოიღებს.

ამასთან, გიორგობიანი საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებებს გერმანიაში გაასაჩივრებს.

"პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ თითქოს გადარიცხვა ფონდ "ქომაგში" არა გერმანიის საქველმოქმედო ფონდის ანგარიშიდან, არამედ სხვა ანგარიშიდან განვახორციელე. ყველა შესაბამისი დოკუმენტი გამოვაგზავნე, თუმცა ჩაიწერა ტყუილი", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფონდ "ქომაგისა" და ბიძინა გიორგობიანის სარჩელები არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძალაში დარჩა ფონდ "ქომაგის" დაყადაღებისა და ბიძინა გიორგობიანის 952 000 ლარით დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატამ 28 მაისს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების, არჩევნებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის 90 000 ევროს ფონდ "ქომაგისთვის" გადარიცხვის გამო, თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. ჯარიმის თანხამ 1 900 000 ლარი შეადგინა. ამასთან კონტროლის პალატის 18 მაისის გადაწყვეტილებით, ფონდ "ქომაგის" ანგარიშები დაყადაღდა. კონტროლის პალატის დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლომ "ქომაგის" დაყადაღების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ფონდს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა დაავალა, ბიძინა გიორგობიანს კი ჯარიმის თანხა შეუმცირა და 952 000 ლარის გადახდა დააკისრა.

საქალაქო სასამართლოს სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც დღეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები "ქომაგთან" და ბიძინა გიორგობიანთან დაკავშირებით უცვლელი დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა