ლილოში ქლორის გაჟონვით მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გარდაიცვალა

ლილოში ქლორის გაჟონვით მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გარდაიცვალა

ლილოში ქლორის გაჟონვით მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გუშინ ინგორყვას კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის დღიდან მძიმე იყო. მას ჰქონდა ქრონიკული ასთმა, მოწამვლის შედეგად კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ლაშა ნარიმანიძე გასულ ღამეს რეანიმაციულ განყოფილებაში დაახლოებით 22:00 საათზე გარდაიცვალა.

5 ივლისს ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. შპს "კრისტალის" კუთვნილი ავზიდან ქლორმა მაშინ გაჟონა, როდესაც იქვე მდებარე გაჩერებასთან ავტობუსი გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, ლაშა ნარიმანიძე ამ ავტობუსის მგზავრი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"