16-17 ივლისს თბილისში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, 15 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონებში წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება. კერძოდ, საღამოს საათებში და ღამით იქნება მცირე წვიმა და ელჭექი. ამასთან, ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 32-34 გრადუსი იქნება.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 16-17 ივლისისთვის აიწევს და დააახლოებით 37-38 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა დაიწიოს.