გრიგოლ ვაშაძე - რაც უფრო ხშირად იფიქრებენ რუსეთში, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მით უფრო მალე შევალთ ალიანსში

გრიგოლ ვაშაძე - რაც უფრო ხშირად იფიქრებენ რუსეთში, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მით უფრო მალე შევალთ ალიანსში

რაც უფრო ხშირად იფიქრებენ რუსეთში იმაზე, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მით უფრო მალე შევალთ ალიანსში , –ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ "ეხო მასკვისთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მე არ ვიცი როგორ უნდა განვსაზღვრო ტერმინი "ნატოში გაწევრიანების გზაზე". არის პროცედურები, რომლებიც ჩვენ უნდა გავიაროთ. საქართველომ მიიღო "მაპ"-ის შემცვლელი. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე ყველა ფორმატის შეხვედრაში მიიღო მანაწილეობა. თუ თქვენ წაიკითხავთ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს საქართველოსთან მიმართებაში, ასევე რუსეთისადმი მოწოდებებს, დაინახავთ, რომ ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ჩიკაგოს სამიტზე მიღწეული იქნა. ჩვენ მართლაც ახლოს ვართ ნატოში გაწევრიანებასთან და ჩვენ აუცილებლად შევალთ ნატოში", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა