"როუფ ჯამფინგის" დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა

"როუფ ჯამფინგის" დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომის, "როუფ ჯამფინგის" დროს, გუშინ ორი ახალგაზრდა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თოკის გაწყვეტამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ხიდზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დაღუპულები არიან 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი.

უნივერსიტეტის მაღლივი ხიდიდან "ჯამფერების" ხტომა დედაქალაქში, საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. ხიდის სიმაღე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი 35 მეტრი. "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"