NDI - "ნაციონალური მოძრაობა" - 34%, "ქართული ოცნება" - 20%

NDI - "ნაციონალური მოძრაობა" - 34%, "ქართული ოცნება" - 20%

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას.

ქართული ოცნება რესპონდენტთა 20%-მა დაასახელა, ქდმ - 4%-მა, სხვა ოპოზიცია - 2%, კითხვაზე პასუხი არ იცის - 15%-მა, პასუხზე უარი განაცხადა - 16%-მა.

NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს. NDI აქვეყნებს მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს მოიცავს. კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს მინუს 2%-ია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა