"ჯამფინგისას" დაღუპულების საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს

"ჯამფინგისას" დაღუპულების საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, "ჯამფინგისას" დაღუპულების საქმეზე გამოძიება 116 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თუმცა ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან, სამართალდამცველებმა 15 ივლისს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით "როუფ ჯამფინგის" ინსტრუქტორები გუშინ დაკითხეს. არსებული ინფორმაციით, დაკითხულთა შორის "როუფ ჯამფინგის" ორგანიზატორი კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი გუჯაბიძეცაა, რომელიც მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძის ძმაა.

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომის, "როუფ ჯამფინგის" დროს, 15 ივლისს ორი ახალგაზრდა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თოკის გაწყვეტამ გამოიწვია. დაღუპულები არიან 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი.

უნივერსიტეტის მაღლივი ხიდიდან "ჯამფერების" ხტომა დედაქალაქში, საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. ხიდის სიმაღლე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი 35 მეტრი. "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"