მაღლივის ხიდიდან ტრაგიკული ნახტომის ამსახველი ვიდეო "რუსთავი 2"-მა გაავრცელა

მაღლივის ხიდიდან ტრაგიკული ნახტომის ამსახველი ვიდეო "რუსთავი 2"-მა გაავრცელა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახალგაზრდების ტრაგიკული ნახტომის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ვიდეო მარიამ ყანდაშვილის მეგობრის გადაღებულია და ის დაღუპული გოგონას ოჯახის ნებართვით ქვეყნდება. მასალა მძიმე საყურებელია და იგი დაღუპული გოგა გოლეთიანისა და მარიამ ყანდაშვილის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ასახავს.

"როუფ ჯამფინგისას" უბედური შემთხვევა, რომელსაც 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ემსხვერპლა 15 ივლისს მოხდა. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ჩავარდნის შემდეგ მარიამ ყანდაშვილი ადგილზე, გოგა გოლეთიანი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: მაღლივის ხიდიდან ტრაგიკული ნახტომის ამსახველი ვიდეო "რუსთავი 2"-მა გაავრცელა

ასევე იხილეთ: ტრაგიკული ნახტომი მაღლივის ხიდიდან - ექსტრემალურ გართობას შეწირული ორი ახალგაზრდა

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"