"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად განკუთვნილ თანხას სასამართლოს მიერ ჯარიმის გადასახდელად მითითებულ ანგარიშზე გადარიცხავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" იურისტმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, 10 მილიონი ლარით ბიძინა ივანიშვილი იმ 75 მილიონიანი ჯარიმის ნაწილს დაფარავს, რომელიც "ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებით სასამართლომ დააკისრა.
"ამ თანხის ჩარიცხვით ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებები მცირდება 10 მილიონი ლარით", - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონ ლარს რიცხავს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან სტიქიასთან დაკავშირებით გაავრცელა.
იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონ ლარს რიცხავს