ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის მემორიალი გაიხსნა

ქუთაისში თამთა ლიპარტელიანის მემორიალი გაიხსნა

ქუთაისში დღეს, გასულ წელს ნორვეგიაში დაღუპული ქართველი სტუდენტის, თამთა ლიპარტელიანის მემორიალი გაიხსნა.

თამთა ლიპარტელიანის მემორიალის შექმნის იდეა ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის. ავტორი ადგილობრივი ტარიელ ყურაშვილია.

როგორც ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა, აღნიშნული მემორიალი თამთა ლიპარტელიანთან ერთად იმ 77 ახალგაზრდასაც ეკუთვნის, ვინც მასთან ერთად ნორვეგიაში დაიღუპა.

მემორიალი იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ, ქუთაისის მერმა და ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ერლინგ სკონსბერგმა გახსნეს. მემორიალის გახსნას თამთა ლიპარტელიანის მშობლებიც ესწრებოდნენ.

ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერაქტი განახორციელა. კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტმა 77 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. თამთა ლიპარტელიანი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილებს შორის იპოვეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი სიკვდილს გადაურჩა.

ბრეივიკი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მკვლელობის ფაქტს არ უარყოფს და აცხადებს, რომ მუსულმანებისგან ევროპის დასაცავად ეს აუცილებელი იყო. ტერორიზმის ბრალდება კი მისთვის მიუღებელია.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"