საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო პარტიების რეიტინგში "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში 73 პროცენტით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, 43% პასუხობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", 24% - "ქართულ ოცნებას", 7% - "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო 21% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, კითხვაზე ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა - 37% მხარს დაუჭერდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, 24% ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 7% გიორგი თარგამაძეს.
ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI - ის კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.