ზურაბ პატარაძე - "ქართველ მეზღვაურებს გემთმფლობელი კომპანია სახელფასო დავალიანების გადახდას 3 აგვისტომდე ჰპირდება"

ზურაბ პატარაძე - "ქართველ მეზღვაურებს გემთმფლობელი კომპანია სახელფასო დავალიანების გადახდას 3 აგვისტომდე ჰპირდება"

თურქეთში მყოფ ქართველ მეზღვაურებს გემთმფლობელი კომპანია სახელფასო დავალიანებას, საგარანტიო ფურცლის მიხედვით, 3 აგვისტომდე ჰპირდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტამბულში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ზურაბ პატარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვადები დარღვეუული არ არის, რადგან გემთმფლობელი კომპანია საგარანტიო ფურცელში ვადას 3 აგვისტომდე ასახელებს. ზურაბ პატარაძე არ გამორიცხავს, რომ თანხის ანაზღაურება 3 აგვისტომდეც მოხდეს.

გენერალური კონსულის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ გემთმფლობელი კომპანია არა თურქული, არამედ ბერძნულ-ამერიკულია, თანხების გადარიცხვასაც დრო სჭირდება. ამასთან, პატარაძის თქმით, 6 ქართველ მეზღვაურთან კონტაქტი საკონსულოს პერმანენტულად აქვს, ხდება მეზღვაურების საკვებით მომარაგებაც.

ქართველი მეზღვაურები ზვიად ბრუნჯაძე, ჯემალ მგელაძე, თემურ გოგრაჩაძე, ვეფხია ცინცაძე, რამინ გორგოშაძე, მამუკა კოჩალიძე თურქეთში სამუშაოდ 8 თვის წინ წავიდნენ. მათ მუშაობა გემ "გრანდ აილანდზე" დაიწყეს.

ქართველი მეზღვაურები გემთმფლობელი კომპანიისგან უკვე სამი თვის განმავლობაში უყურადღებოდ არიან მიტოვებული. გემი სტამბულის ერთ-ერთ ნავმისადგომზე დგას. მეზღვაურებს საკვებისა და სასმელი წყლის პრობლემაც შეექმნათ. მათ დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ გემზე ტვირთი არ არის.

ქართველი მეზღვაურები კუთვნილ 5 თვის ხელფასს ითხოვენ, რათა საქართველოში დაბრუნება შეძლონ. მათ მხოლოდ ორი თვის ხელფასი აქვთ მიღებული. როგორც ისინი აცხადებენ, გემზე სამუშაოდ საკრუიზო კომპანიის წარმომადგენლის, ლაურა ჩადუნელის დახმარებით მოხვდნენ. ქართველებთან ერთად, გემზე აზერბაიჯანელი მეზღვაურებიც იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"