შინაგან საქმეთა სამინისტრო 106 640 ლარის ღირებულების ჯიპს შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 106 640 ლარის ღირებულების ჯიპს შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 106 640 ლარის ღირებულების ჯიპს შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს ვებ გვერდზე.

შსს მომსახურების სააგენტოს მაღალი გამავლობის, შავი ფერის ჯიპის ტიპის ავტომობილს, "ტოიოტა ცენტრი თბილისი" მიაწვდის.

ძრავის მოცულობა არანაკლებ - 3500 და არაუმეტეს - 3600 სმ3 უნდა იყოს, სიგრძე არანაკლებ - 4700 მმ, არაუმეტეს - 4800 მმ, სიგანე არანაკლებ - 1800 მმ, არაუმეტეს - 1900 მმ, სიმაღლე კი არანაკლებ - 1700 მმ, არაუმეტეს - 1800 მმ.

ასევე, ჯიპს უნდა ჰქონდეს ალუმინის დისკები, ჭკვიანი-ადაპტირებადი წინა განათების სისტემა, ელექტრო შუშები ერთი დაჭერით, უკანა ხედვის კამერა, მძღოლის და მგზავრის ტემპერატურის ინდივიდუალური რეგულირება, 2-საფეხურიანი უსაფრთხოების ბალიშები, სისტემაში ბარათით შესვლა ღილაკით დაქოქვა, კარის ორმაგი ცენტრალური საკეტი და ა.შ.

ამას გარდა, ჯიპი უნდა იყოს ექსპლოატაციაში არმყოფი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ