შსს-ს ცნობით, გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან

შსს-ს ცნობით, გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი დაკითხვა ქურდობის ფაქტს უკავშირდება.

ამასთან, "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ირაკლი დობორჯგინიძის მანქანაში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურის გამო დააკავეს.

როგორც ფანჯიკიძემ "ქართული ოცნების" ბათუმის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ირაკლი დობორჯგინიძე სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩანერგილ პირია. ფანჯიკიძის თქმით, ხურციძე და ობოლაძე დობორჯგინიძის მანქანაში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენაში მონაწილეობდნენ და არიან ამ ფაქტის თვითმხილველები. მისივე თქმით, პოლიციამ, ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესებულიყო მომხდარი ფაქტით, ვითომდა ქურდობის ფაქტზე, მოწმის სტატუსით დააკავა გიორგი ხურციძე. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, განხორციელებულ პროვოკაციაზე რეაგირების მიზნით, კოალიციამ უკვე მიმართა უწყებათაშორის კომისიას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა