ცესკო-მ ამომრჩეველთა სია გამოაქვეყნა

ცესკო-მ ამომრჩეველთა სია გამოაქვეყნა

საქართველოში 3, 621 ,256 ამომრჩეველია. საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 84 საარჩევნო ოლქია. მათ შორის ყველაზე მეტი - 155,502 ამომრჩეველი სამგორის, ხოლო ყველაზე ცოტა 5,779 ამომრჩეველი ყაზბეგის ოლქშია.

ამასთან, ფიზიკური პირისა და საცხოვრისის მესაკუთრის განცხადებებით რეგისტრაციიდან მოხსნილია 77,232 ამომრჩეველი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის და ნებისმიერ პირს ან პოლიტიკურ პარტიას უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია, ცესკო-ს მიმართოს.

ამომრჩეველთა საბოლოო სია 15 სექტემბერს გამოქვეყნდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა