ბონდო შალიკიანის დამ ძმის მკვლელობის შესახებ ტელეფონით შეიტყო

ბონდო შალიკიანის დამ ძმის მკვლელობის შესახებ ტელეფონით შეიტყო

ბონდო შალიკიანის დამ, როზა შალიკიანმა მისი ძმის მკვლელობის შესახებ ტელეფონით შეიტყო.

როგორც როზა შალიკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეფონით უთხრეს, რომ მისი ძმა წუხელ საკუთარი ბინის წინ მოკლეს.

"არ ვიცი, მართალია თუ ტყუილია, მოკლეს თუ არ მოკლეს. ბიზნესი ჰქონდა, ცოლ-შვილი იქით ჰყავდა. საერთოდ არ ვიცი, რას შვრებოდა. ისე გადიოდა თვეები და წლები, საერთოდ არ რეკავდა", - აცხადებს როზა შალიკიანი.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ბონდი შალიკიანის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებამ დღეს გაავრცელა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მინსკში შალიკიანთან ერთად მოკლულია მისი თანხმლები, კავკასიელი გარეგნობის მამაკაცი.

ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი ბონდო შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შალიკიანის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ბოლო წლებში შალიკიანი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ