საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის დაზვერვას ქართველებმა მისცეს საკუთარი ქვეყნის გეგმა , რის გამოც ფოთის ნავსადგურის დაბომბვა მოხდა.
ამის შესახებ, სააკაშვილმა ფოთის ნავსადგურში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპერაცია "ენვერის" შედეგად ხელისუფლებამ აღმოაჩინა რუსეთის ჯაშუშების ქსელი, რომლებიც ინფორმაციას აწვდიდა მაშინ რუსეთის სამხედრო დაზვერვას გემების გადაადგილების, სამუშაო ცვლების და ტვირთების მოძრაობის შესახებ.
"ქართველების ამ ჯგუფმა მისცა ზუსტი კოორდინატები იმ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომელმაც განახორციელა ბარბაროსული აქტი ფოთის პორტში. სამწუხაროდ, ასეთი ქართველებიც არსებობენ", - განაცხადა სააკაშვილმა.