შალიკიანის მკვლელობას უცხოურ კრიმინალურ დაჯგუფებებს უკავშირებენ

შალიკიანის მკვლელობას უცხოურ კრიმინალურ დაჯგუფებებს უკავშირებენ

ბელორუსი სამართალდამცავები ბონდო შალიკიანის მკვლელობას უცხოურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის საქმის გარჩევას უკავშირებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელორუსიის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა, ვალერი ვაკულჩიკმა განუცხადა.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს საქმის გარემოებების დადგენის თაობაზე გამოძიება. ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რამდენიმე უცხოური ქვეყნის წარმომადგენელთან", - განაცხადა ვალერი ვაკულჩიკმა.

ბონდო შალიკიანი მინსკში, 7 აგვისტოს მოკლეს. ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი ბონდო შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შალიკიანის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ბოლო წლებში შალიკიანი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

ამასთან, პარლამენტის ყოფილი წევრის ვალერი გელბახიანის ცნობით, შალიკიანის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც მინსკის პროზექტურაში ექსპერტიზა დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ: ყოფილი პარლამენტარი ბონდო შალიკიანი მინსკში მოკლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ