დღეს დიდგორობაა

დღეს დიდგორობაა

დღეს დიდგორობა აღინიშნება. დიდგორობის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე დილიდან დაიწყება. დიდგორობა ოფიციალურად 11:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტი მიიღებს. დიდგორის ველზე დაიდგმება შვიდივე მუნიციპალიტეტის სტენდები, გამოიფინება ხალხური რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები. მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს გამართავენ.

დიდგორის ველზე გაიმართება სახალხო სეირნობა, ტურნირი ჭიდაობაში და ცხენზე ჯირითში. ასევე, დიდგორის ველზე, ამფითეატრის სცენაზე მაყურებელი თეატრალიზებულ წარმოდგენას იხილავს. დიდგორის ველზე მსახიობები გააცოცხლებენ დიდგორის ბრძოლის ამსახველ სცენებს.

თეატრალიზებული წარმოდგენის შემდეგ დიდგორის ველზე ანსამბლ "33ª"-ს და ზუმბას მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

დილიდან დიდგორის ველზე ელოდებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

1121 წლის 12 აგვისტოს ქართულმა ჯარმა დავით აღმაშენებლის მეთაურებით თურქ-სელჩუკები დაამარცხა. დიდგორობა სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით აღინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"