ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე შესაძლოა, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ნიკა გილაურის მოადგილედ ან ბიზნესომბუდსმენად დაინიშნოს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრემიერი ვანო მერაბიშვილი გვინდაძეს ახალ თანამდებობაზე უახლოეს ხანში წარადგენს.
საქართველოს მთავრობაში ცვლილებები 13 აგვისტოს განხორციელდა. ფინანსთა მინისტრად ალექსანდრე ხეთაგური დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე დიმიტრი გვინდაძე შეცვალა. ენერგეტიკის მინისტრის პოსტი კი, ვახტანგ ბალავაძემ დაიკავა. ვანო მერაბიშვილმა იმავე დღეს განაცხადა, რომ მას მთავრობის ხელმძღვანელობა საინტერესო თანამდებობას უმზადებს.
რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენს, გიორგი პერტაია, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.