ჩიორა თაქთაქიშვილი - თავისთავად თემა, რა ნომრით მიიღებს "ქართული ოცნება" არჩევნებში მონაწილეობას, არ მგონია, სერიოზული იყოს

ჩიორა თაქთაქიშვილი - თავისთავად თემა, რა ნომრით მიიღებს "ქართული ოცნება" არჩევნებში მონაწილეობას, არ მგონია, სერიოზული იყოს

საარჩევნო ნომრების მინიჭება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსხვავებულად რეგულირდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს განაცხადა.

2010 წელს ბლოკებმა შეძლეს საარჩევნო ნომრების არჩევა, მიუხედავად იმისა, რომ მათში შემავალი პარტიები წინა საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდნენ; კითხვაზე, თუ თუ რამდენად სამართლებრივია ასეთ ვითარებაში ბლოკ "ქართული ოცნებისთვის" 7 ნომრის მინიჭებაზე უარი, თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი რეგულირდება საარჩევნო კოდექსით.

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ კოდექსის ის ნორმა, რომელიც ძალიან დიდი ხანია, არსებობს. 2008 წლის არჩევნების დროს ბლოკმა "ერთიანმა ოპოზიციამ" 7 ნომერი სწორედ წილისყრით მიიღო, მაშინ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. რაც შეეხება 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ეს არის განსხვავებული საკითხი და განსხვავებულად რეგულირდება. ამ შემთხვევაში საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხით პოლიტიკურად მანიპულირება პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობას არ შეესაბამება.

ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რა ნომრით მიიღებს რომელიმე პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

"ამასთანავე, მე არ მიმაჩნია კორექტულად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სამართლებრივ საკითხზე კომენტარები გააკეთოს. თავისთავად თემა, რა ნომრით მიიღებს "ქართული ოცნება" არჩევნებში მონაწილეობას, არ მგონია, იყოს სერიოზული. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მყარი პოზიცია, რომ საკითხები, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, ეს იქნება ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა თუ სხვა, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც განახორციელებს, მიუხედავად იმისა, 5 ნომრით გავლენ ისინი არჩევნებში, თუ - სხვა ნომრით", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

დღეს საარჩევნო ბლოკი - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერებმა, ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა განაცხადეს, რომ ცესკო-მ ბლოკს ნომერ 7-ის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამასთან, ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილსაც შეხვდნენ და გადასცეს დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისათვის გამოიყენებს ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის - "კონსერვატიული პარტიის" საარჩევნო ნომერ 7-ს.

ცესკო-ს განმარტებით კი, იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა, ანუ 25 აგვისტომდე. მათივე ინფორმაციით, ამ ნორმას საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლი არეგულირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა