mail.ru-ზე ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ბანერი გიგა ნასარიძის ორგანიზაციას ეკუთვნის

mail.ru-ზე ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ბანერი გიგა ნასარიძის ორგანიზაციას ეკუთვნის

საიტზე www.mail.ru განთავსებული ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ბანერი გიგა ნასარიძის ორგანიზაციას "საქართველო არ იყიდება" ეკუთვნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნასარიძემ განუცხადა, რეკლამა თითქმის ერთი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს საიტი ივანიშვილის შესახებ.

"ეს რეკლამა მოამზადა კომპანიამ, რომელსაც ჩვენ დავუკვეთეთ. საიტი ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენი დამზადებულია. ეს რეკლამა განთავსებულია ასევე ბევრ ქართულ საიტზე. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ mail.ru საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტია და ამიტომ, გადავწყვიტეთ, იქაც გაგვეთავსებინა. რეკლამა თითქმის ერთი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს საიტი ივანიშვილის შესახებ. რეკლამა განთავსებულია ასევე myvideo.ge-ზე, forum.ge-ზე და gol.ge-ზე", - განაცხადა ნასარიძემ.

ელექტრონულ ფოსტაზე mail.ru ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ბანერი გამოჩნდა. კერძოდ, ვებ-გვერდზე შესვლისას, მარჯვენა მხარეს ჩანს ორი ღილაკი ქართული წარწერით - "რომელია შეცდომა?" მწვანე და წითელ ღილაკზე კურსორის დაჭერის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის ვებგვერდზე, რომლის სათაურია - "ფაქტები ივანიშვილის შესახებ".

გვერდზე ატვირთულია ივანიშვილის რამდენიმე ვიდეოკომენტარი, რომლებსაც შემდეგი სათაურები აქვს - "ბურჯანაძე-ივანიშვილის ოცნება", "უკან, კომუნიზმისკენ", "ივანიშვილის ფსიქოანალიზი", "საქართველომ დაიწყო ომი", "ივანიშვილი - პოეზიის ტრფიალი" და ა. შ.

მსურველებს გვერდზე კომენტარების დატოვება და მოსაზრებების დაფიქსირებაც შეუძლიათ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა