მაია მიმინოშვილი: "დღეს თვალები ამეხილა და სხვა სამყაროში მოვხვდი - დავინახე რა დღეშია ხალხი"

მაია მიმინოშვილი: "დღეს თვალები ამეხილა და სხვა სამყაროში მოვხვდი - დავინახე რა დღეშია ხალხი"

"სახელმწიფოს განათლებული ადამიანები აშენებენ. შესაბამისად, თუ სახელმწიფო კი არ აშენებს, არამედ ანგრევს ამ სისტემას, ჩიხი გარდაუვალია. ჩიხში შესული საგანმანათლებლო სფერო კი უმძიმესი პერსპექტივაა ქვეყნისთვის. თუ არსებული ვითარება ძალიან მალე და რადიკალურად არ შეიცვლება, ეს პერსპექტივა განაჩენად იქცევა ჩვენი ახალგაზრდებისა და სახელმწიფოსთვის." - ასე მიმართა პედაგოგებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

"კვირის პალიტრა" მას ზუგდიდში, ანსამბლ "შინის" კონცერტის წინ ესაუბრა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ანსამბლის ხელმძღვანელი ზაზა მიმინოშვილი ქალბატონი მაიას ძმაა. "შინმა" 24 აგვისტოს ზუგდიდიდან დაიწყო ახალი პროექტი - "ერთი ხმა, რომელიც ემსახურება მოწოდებას, "ვიყოთ ერთად, რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა ვემსახურებოდეთ".

მაია მიმინოშვილი: - ეს არის საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ერთად ყოფნისაკენ, თავისუფლებისაკენ, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა ემსახურებოდნენ და რა არჩევანიც არ უნდა გააკეთონ პირველ ოქტომბერს. არჩევნების დროს, როდესაც თანამდებობაზე ვიყავი, ჩემგანაც იყო ხმების მოზიდვის მოლოდინი, მაგრამ არასოდეს მითქვამს პედაგოგებისთვის, ვისთვის მიეცათ ხმა და ვისთვის არა. ალბათ ამიტომაც არ აღვიქმებოდი "მათი გუნდის" წევრად. საერთოდ რას ნიშნავს გუნდის წევრობა? ყველას გუნდის წევრი ვარ, ვისაც შეუძლია ჩემი საქმიანობა დააფასოს. რაც დღეს ხდება, მსგავსი რამ არ მახსოვს. თითქოს თვალები ამეხილა და სხვა სამყაროში მოვხვდი - დავინახე რა დღეშია ხალხი. ეს არის კატასტროფა. პრეზიდენტი, რომელიც თითოეული მოქალაქის დამცველი უნდა იყოს, პირში გეუბნება, არ ხარ ჩემთან, ე.ი. ჩემი მტერი ხარო.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა