გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე გოგა ხაჩიძე გიორგი ზედგენიძემ შეცვალა. ამის შესახებ ხაჩიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
"მე აღარ ვარ გარემოს დაცვის მინისტრი. ვაპირებ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით პარლამენტში შესვლას. სიაში ვარ 32-ე (3+2=5). გარემოს დაცვის ახალი მინისტრია გიორგი ზედგინიძე. ჩემის აზრით (და არა მხოლოდ) საუკეთესო გადაწყვეტილებაა. წარმატებებს ვუსურვებ გარემოს დაცვის სამინისტროს და "ნაციონალურ მოძრაობას", - წერს ხაჩიძე.
საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:
- "მე მინისტრი ვარ"?! - გოგა ხაჩიძის რიტორიკული შეკითხვა ჟურნალისტს
- "საინტერესოა, როცა მოქმედი მინისტრი ზის და მფრინავ თეფშზე უკრავს" _ გოგა ხაჩიძე
- "დამალაპარაკეთ მზეთუნახავი" - გოგა ხაჩიძემ კახეთში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა