ახმედ ზაკაევი - "ლოპოტას ხეობაში მომხდართან დაკავშირებით, ჩვენ უკვე შევქმენით სპეციალური შემსწავლელი კომისია"

ახმედ ზაკაევი - "ლოპოტას ხეობაში მომხდართან დაკავშირებით, ჩვენ უკვე შევქმენით სპეციალური შემსწავლელი კომისია"

იჩქერიის დევნილი მთავრობის წევრის, ახმედ ზაკაევის განცხადებით, მან დაზუსტებით იცის, რომ ლოპოტას ხეობაში ქართული სპეცსამსახურების მიერ ლიკვიდირებული დუკვახა დუშუევი ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

როგორც ზაკაევმა "მე-9 არხთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ბრიტანეთის პოლიტიკური თავშესაფარის ქვეშ დუშუევი ამ პერიოდში პანკისის ხეობაში ცხოვრობდა.

ზაკაევის განცხადებით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ მოხვდა ის ჯგუფში, რომელმაც საქართველოს ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, რუსეთ- საქართველოს საზღვარი დივერსიული მიზნებისთვის გადაკვეთა.

"ჩვენ უკვე შევქმენით სპეციალური შემსწავლელი კომისია, რომელმაც ქართულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობით უნდა გაარკვიოს, თუ რა მოხდა რეალურად სპეცოპერაციის დროს. იმის მიუხედავად, ითანამშრომლებს თუ არა ქართული მხარე ჩვენთან, ჩვენ გაგვაჩნია სათანადო რესურსი საქართველოში, რათა დავადგინოთ რეალურად მომხდარი დეტალები, რის შემდეგაც ჩეჩნეთის კანონიერი მთავრობა ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს", - დასძინა ზაკაევმა.

როგორც ცნობილი გახდა, ქართული სპეცრაზმის მიერ მოკლულთა შორის ახმედ ზაკაევის პირადი მცველი დუკვახა დუშუევი (დოშუევი) აღმოჩნდა.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.

დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებულები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი; ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა