გამოკითხულთა 63% ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ეთანხმება

გამოკითხულთა 63% ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ეთანხმება

NDI-ს კვლევის მიხედვით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას რესპოდენტთა 63% ეთანხმება.

გამოკითხულთა 16% ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, 3%-მა შეკითხვაზე უარი განაცხადა, 18 %-მა კი - პასუხი არ იცის. ამასთან, გამოკითხულთა 52%-ის აზრით, ვანო მერაბიშვილის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შედეგად პრემიერ-მინისტრის როლი უფრო გაძლიერდება, 2% ფიქრობს, რომ დასუსტდება, 15%-ის პოზიციით კი, არ შეიცვლება.

ამასთან, NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში რესპოდენტთა გამოკითხვა მოხდა მთავრობის 4 წლიან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებითაც. ამ გეგმის შესახებ რესპოდენტთა 47% ინფორმირებულია, 46%-ს კი მის შესახებ არაფერი სმენია.

კითხვაზე, მერაბიშვილის გეგმიდან რომელი საკითხია თქვენთვის მნიშვნელოვანი, პასუხები რესპოდენტთა 47%-დან, ვინც გეგმის თაობაზე ინფორმირებულია, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 26% მიიჩნევს, რომ ეს არის 1 000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს, 20%-ის აზრით, სამუშაო ადგილები, 19% - სოფლის მეურნეობა, 6% - ტერიტორიული მთლინობამ 4% - სიღარიბე, ხოლო კატეგორია "სხვა" შემოხაზა რესპოდენტთა 7%-მა.

რაც შეეხება მთავრობის 4 წლიან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობას, რესპოდენტთა 85% მას მხარს უჭერს, უარყოფითად კი - 9%-ია განწყობილი.

NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა