NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას რესპონდენტთა 62% მხარს არ დაუჭერს

 NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას რესპონდენტთა 62% მხარს არ დაუჭერს

NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას რესპონდენტთა 62% მხარს არ დაუჭერს.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს გაიმართა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევაში შეკითხვის ფორმულირება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - "ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებდა ხალხს საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერთ თუ არა მხარს ივანიშვილის ამ მოწოდებას?"

კითხვაზე დადებითი პასუხი, NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 16%-მა გასცა, პასუხზე უარი თქვა - 4%-მა, კატეგორია "არ ვიცი" კი შემოხაზა რესპონდენტთა 18 %-მა.

ამასთან, კვლევაში გაზომილია საზოგადოების განწყობა ბიძინა ივანიშვილის გეგმასთან დაკავშირებით. შედეგების მიხედვით, 22% ივანიშვილის გეგმის შესახებ ინფორმირებულია, 66% -ს კი, მის შესახებ არ სმენია.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილის გეგმიდან, რესპოდენტთა იმ 22%-დან, ვისაც მის შესახებ სმენია, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა - 23%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილები, 15%-თვის - სოფლის მეურნეობა, 11%-სთვის - სიღარიბე, 6%-სთვის - ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, კატეგორია "არც ერთი" შემოხაზა 6%-მა.

ტერიტორიულ მთლიანობაზე მოდის 5%. იგივე მაჩვენებელი ფიქსირდება კატეგორიაზე "სხვა". კითხვაზე, "მხარს უჭერთ თუ არა ივანიშვილის გეგმას?", - ზემოაღნიშნული 22 პროცენტიდან (ვისაც ივანიშვილი გეგმის შესახებ სმენია) 82% ამ გეგმისადმი დადებითად არის განწყობილი, 11% კი - უარყოფითად.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა