თსუ - "ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის განცხადება, მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია"

თსუ - "ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის განცხადება, მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია"

თსუ-ის განცხადებით, ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის განცხადება, მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია .

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლელა გაფრინდაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მის ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი. თსუ-ის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ყველა ფაკულტეტზე გამოცხადდა. აკადემიური პერსონალის (სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორები) შერჩევას ახორციელებენ სპეციალური საკონკურსო კომისიები. თითოეული კომისია დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, ექსპერტებით. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამავე კონკურსში მონაწილეობს როგორც კონკურსანტი, შესაბამისად, გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტის არსებობა. კომისია თავის შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. მის საქმიანობაში არ ერევა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. შესაბამისად, განცხადება, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, ადმინისტრაციამ რომელიმე პროფესორი სამსახურიდან გაათავისუფლა, არასწორია. პროფესორის თანამდებობა არჩევითია და თანამდებობიდან გათავისუფლება, როგორც ასეთი არ ხდება. თანმდებობას პროფესორები იკავებენ გარკვეული ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც ტარდება ახალი კონკურსი.

რაც შეეხება ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილის საკითხს, მას შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის თებერვალში ეწურებოდა, რის შემდგომაც მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2011-2012 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრის ამოწურვამდე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცა ყველა მსურველს, მათ შორის ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილსაც. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში. საბოლოო გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიღებს, რის შემდეგაც კონკურსის შედეგები შევა ძალაში. სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება შედეგით უკმაყოფილო ყველა კონკურსანტს.

ამასთან, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია ლელა გაფრინდაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ და არც დაინტერესებულა ამ საკითხით. შესაბამისად, განცხადება მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია", - აღნიშნულია თსუ-ის განცხადებაში.

ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შესახებ დღეს შეიტყო. იგი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა