ილია მეორე - "იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება"

ილია მეორე - "იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველო სამშვიდობოს გავა და ყველაფერი კარგად იქნება. ამის შესახებ ილია მეორემ ბოლნისში ბრძანა, სადაც ეპარქიის მოსალოცად იმყოფებოდა.

პატრიარქმა ბოლნისის ტაძარში შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა.

"იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ სამშვიდობო გზაზე გავალთ. ღმერთი მოგვცემს სიმშვიდეს, სიმართლეს, საქართველოს ერთიანობას და კეთილდღეობას", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე ბოლნელი ეპისკოპოსის, ეფრემის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი ხელით აღადგინა ბოლნისის წმინდა ეპარქია.

"დაუღალავი შრომისა და გაციებული კერის აღდგენისთვის" პატრიარქმა ეფრემ ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. მთავარეპისკოპოსმა კი ილია მეორეს ბოლნური ჯვარი უსახსოვრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოლნისის ეპარქიას მოსალოცად დღეს ეწვია. ასევე, ილია მეორე კაზრეთის კვარცის მწარმოებელ საწარმოს ესტუმრება, კაზრეთის სამების ტაძარს, ასევე რაჭისუბანს მოილოცავს და სოფელ რატევანის მოსახლეობას შეხვდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"