ჯონ მაკკეინი ბიძინა ივანიშვილს ხვდება

 ჯონ მაკკეინი ბიძინა ივანიშვილს ხვდება

აშშ–ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილს ხვდება.

შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილიც მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.

ამასთან, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე აზრს შეაცვლევინებს. ამის შესახებ ივანიშვილმა 31 აგვისტოს, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა.

"მოუთმენლად ველოდები მაკკეინის ჩამოსვლას. ველოდები მასთან შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, მასაც დავარწმუნებ, რომ სააკაშვილი ის კაცი არ არის, რომელიც მას ჰგონია. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ეს შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც შევუცვლი აზრს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია", სამხრეთი კაროლინა).

ვიზიტის ფარგლებში სენატორები დღეს პრესკონფერენციასაც გამართავენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა