ჯონ მაკკეინი - ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც საქართველოშია

ჯონ მაკკეინი - ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც საქართველოშია

ამერიკის სენატის დელეგაცია, ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ მაკკეინმა აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და დაეყრდნობა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

"NDI-ს, IRI-ს და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებას ჩვენს შეხედულებებზე დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც არის საქართველოში", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

მისივე თქმით, სენატორთა დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოსალოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით მოესმინათ სხვადასხვა მხარის შეფასებები. მაკკეინის განმარტებით, დღეს გაიმართა შეხვედრები "ქართული ოცნების", "ქრისტიან-დემოკრატების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან.

როგორც სენატორმა მაკკეინმა აღნიშნა, საქართველომ დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორუფცია და სიღარიბე იყო გამეფებული. "საქართველოს ქუჩებში გავლა შეუძლებელი იყო, რადგან დაგაყაჩაღებდნენ. დღეს კი ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და ვაფასებთ საქართველოს დიდ წვლილს, რომელიც მას შეაქვს ავღანეთში", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

პრესკონფერენციის შემდეგ სენატორების დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა