NDI–ს კვლევის თანახმად, პატრიარქი რესპონდენტთა 91%-ს მოსწონს

NDI–ს კვლევის თანახმად, პატრიარქი რესპონდენტთა 91%-ს მოსწონს

NDI–ს კვლევის თანახმად, კითხვაზე, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რესპონდენტთა 91%-მა დაასახელა.

ამავე კითხვაზე, 62% მიიღო ვანო მერაბიშვილმა (წინა კვლევასთან შედარებით +7%), მიხეილ სააკაშვილმა - 61% (+3%), გიგი უგულავამ – 58%, დავით ბაქრაძემ - 55%, გიორგი თარგამაძემ – 49%, ინგა გრიგოლიამ – 41%, ბიძინა ივანიშვილმა – 39% (-7%).

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

პარტიების რეიტინგების პრეზენტაცია NDI-მ დღეს გამართა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"