ამბობენ, სააკაშვილს ყრილობაზე აქეთ-იქეთ დაჰყავს თავისი ხალხიო, მაგრამ ასეულობით ათას ადამიანს ვერტმფრენით ვერ ატარებ , - ამის შესახებ თელავში, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე თელავში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღის განმავლობაში მან ასეულობით ათასი ადამიანი ნახა, თუმცა ყველა ადგილობრივი იყო.
"დღეს შევიკრიბეთ უფრო მეტი ხალხი, ვიდრე ოდესმე ამ მოედანზე შეკრებილა.
ვიღაცები ამბობენ, რომ სააკაშვილს აქეთ-იქეთ დაჰყავს ხალხიო. დღეს ასეულობით ათასი ადამიანი ვნახე, შეიძლება 500, 700 ან 600 ათასი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვერტმფრენით ამდენი ადამიანი არავის გადაუყვანია და მე აქ ვერტმფრენით ჩამოვედი. ყველანი კახელები ხართ და არავის არავინ არ ჩამოუყვანია. აქაურები ვართ, მაგრები ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ", - მიმართა სააკაშვილმა თელავში შეკრებილებს.