საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ახლად გაკეთებული გზები დაათვალიერა .
ქვეყნის პირველმა პირმა გზების გამოცდის მიზნით მოქალაქეებთან ერთად ავტობუსით იმგზავრა. მასთან ერთად იმყოფებოდა დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც.
"სანამ მე რეგიონებში დავდივარ, თბილისი ისე შეგიცვლია, რომ მგონი ყველას გავასწრებთ", - მიმართა პრეზიდენტმა უგულავას. მისივე თქმით, თბილისი გზების თვალსაზრისით 2 და 3 სართულიანი ქალაქი იქნება.