შალვა ნათელაშვილი - სამაჩაბლო და აფხაზეთი ნატომ დაგვაკარგვინა

 შალვა ნათელაშვილი - სამაჩაბლო და აფხაზეთი ნატომ დაგვაკარგვინა

პირველი კანონი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მივიღებთ, ნატოში შესვლაზე უარის თქმაა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის გამართული დებატებისას განაცხადა.

"საქართველომ უნდა აღიდგინოს დამოუკიდებლობა, მათ შორის საგარეო პოლიტიკური კუთხით. საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოზე. ნატომ დაგვაკარგვინა სამაჩაბლო, აფხაზეთი და თვითონ და რუსეთი კარგად არიან ჩახუტებულები. პირველი კანონი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივიღებთ, ნატოში შესვლაზე უარის თქმა და ავღანეთის სასაკლაოდან ქართველი ბიჭების გამოყვანა იქნება. ესაა სხვისი ომი და იქ ჩვენი სამხედროები სააკაშვილმა საკუთარი სკამის გასამყარებლად გაგზავნა", - აღნიშნა ნათელაშვილმა.

მისივე აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის არა პუტინი, არა რუსეთი, ირანი ან მალაიზიაა, არამედ "სააკაშვილის დანაშაულებრივი საგარეო პოლიტიკაა, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტი ნატოსა და აშშ-ის ისეთ ყველაზე სამხედრო აგრესიულ წრეებზე გაყიდა, როგორიც მაკკეინია".

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გუშინ გამართულ დებატებში მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა