ესპანეთის ნაკრებს "თბილისი მარიოტთან" მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დახვდა

ესპანეთის ნაკრებს "თბილისი მარიოტთან" მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დახვდა

სასტუმრო "თბილისი მარიოტთან" ესპანეთის ნაკრებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დახვდა. ესპანეთის ნაკრების ავტობუსს ფანები შეძახილებითა და ოვაციებით შეხვდნენ. მათ ხელში ესპანეთის ნაკრების მაისურები ეჭირათ.

ნაკრები თბილისში 9 სექტემბერს, საღამოს ჩამოფრინდა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დაბინავდა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვეს.

სტუმრებმა იმავე დღეს ვარჯიშზე უარი თქვეს და სასტუმრო აღარ დაუტოვებიათ. ორშაბათს კი დელ ბოსკეს გუნდი 20 საათზე ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს. ვარჯიში მედიისთვის მხოლოდ საწყისი, 15 წუთის განმავლობაში იქნება ღია.

მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 11 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება.

ესპანეთის ნაკრები აეროპორტში

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"