ქეთი ბექაური - "ცოტნე გამსახურდია ნაცემია"

ქეთი ბექაური - "ცოტნე გამსახურდია ნაცემია"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდია ნაცემია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას თავი აქვს გახეთქილი და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"ცოტნე გამსახურდიამ 8 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო და ამის შემდეგ გუშინ ვნახე. მას აშკარად ძალადობის კვალი აქვს. თუმცა ამბობს, რომ დაეცა და დაზიანება ამის შედეგად მიიღო", - განაცხადა ქეთი ბექაურმა.

ადვოკატის თქმით, ეს ვერსია რეალობას არ შეესაბამება და მომხდარი ძალადობას უკავშირდება. ქეთი ბექაურს უფლებადამცველებთან ერთად, მომხდარის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეაქვს.

როგორც ადვოკატი აცხადებს მას შემდეგ, რაც მან ცოტნე გამსახურდია ნახა, მიმართა სახალხო დამცველსაც.

"ინტერპრესნიუსი" სახალხო დამცველის აპარატსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ომბუდსმენი მომხდარით უკვე დაინტერესდა და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით 9 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"