საბავშვო ფოტოკონკურსის "სექტემბრის პირველი კვირის" გამარჯვებული გამოვლინდა. ყველაზე მაღალი რეიტინგი ეკა შაინიძის ფოტომ მოიპოვა.
გამარჯვებული ფოტოს ავტორს საიტი "კონკურს.გე" საჩუქრად გადასცემს "გამომცემლობა პალიტრა L"-ის წიგნს სერიიდან ”დისნეის ზღაპრები”. პატარა ალექსანდრეს "სათამაშოების თავგადასავალი" გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება. ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს სექტემბრის მეორე კვირის"კონკურსის მონაწილეებს და ატვირთოს ფოტო "სექტემბრის მესამე კვირის" კონკურსში მონაწილეობისთვის.