1-ელი ოქტომბერი არის რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა, ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხარაგაულში, მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა .
პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები "არის ბოლო გაფართხალება იმ ხალხის, ვისაც საქართველო უნდა წარსულსა და წყვდიადში დააბრუნოს".
"ეს არის რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა, რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა. ეს არის რეფერენდუმი იმაზე, გვინდა მომავალში წასვლა, თუ დაბრუნება წარსულში. წარსულს სახელები და გვარები აქვს, წარსულს კონკრეტული ადამიანები განასახიერებენ. ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო წინ არ წასულიყო, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ადვილი ლუკმა გავმხდარიყავით ჩვენი დამპყრობლისათვის. ვერც ერთი სტრატეგიული მიზანი ჩვენმა დამყრობელმა ვერ განახოირციელა. მისი მიზანი 2008-ში იყო საქართველოს დამხობა, საქართველოს მნიშვნელობის დაკნინება და საქართველოს მობრუნება იმპერიის ასპარეზზე, მოშორება ნატოსგან და ევროატლანტიკური სტრუქტურებიდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.