ლევან ვეფხვაძე - არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ვენდოთ

ლევან ვეფხვაძე - არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ვენდოთ

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პოლიტიკური ძალები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ენდონ.

"შეიძლება ჩვენ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ვიყოთ, თუკი მასში დავმარცხდებით ან პირიქით, ზედმეტად კმაყოფილი, თუკი გავიმარჯვებთ, მაგრამ საბოლოოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ვენდოთ. ამიტომაც მათთან კომუნიკაცია, ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია", - განუცხადა ვეფხვაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის წევრებთან შეხვედრამდე.

მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან იმ დარღვევების პრევენციას წარმოადგენს, რომელიც საარჩევნო კამპანიას შესაძლოა თან ახლდეს.

"ეს არის გარკვეულწილად ხელისუფლების გაფრთხილება, რომ მსგავსი ქმედებების შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია იქნება მკაფიო", - განმარტა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე არსებულ პოლარიზებასა და საარჩევნო კამპანიის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრებს.

ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის აზრით, თუ წინა არჩევნებში მონოპოლიური გარემო არსებობდა და ერთი სუბიექტი ფლობდა ყველანაირ რესურსს, მათ შორის ფინანსურს, ახლა ე.წ. ოლიგოპოლიაა შექმნილი, როცა ორი ძლიერი სუბიექტი ცდილობს მთელი პოლიტიკური სივრცის, მათ შორის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადანაწილებას.

"ისინი ცდილობენ, რომ ამის შედეგად შექმნან განწყობა, რომ არჩევანი არსებობს მხოლოდ თეთრსა და შავს შორის. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის არჩევანი არ იქნება სრულყოფილი და საზოგადოების განწყობის ადეკვატური, რადგან ელექტორატის მესამედს საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ აქვს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა