ვინ დააფინანსა ვაკელი ახალგაზრდების ეგვიპტეში დასვენება?

ვინ დააფინანსა ვაკელი ახალგაზრდების ეგვიპტეში დასვენება?

"ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კარბელაშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ვაკელი ახალგაზრდების ეგვიპტეში, კერძოდ, ჰურგადაში გადაღებული ფოტოები. ახალგაზრდებს ფოტოზე ნაციონალების საარჩევნო მაისურები აცვიათ, წარწერით "კარბელა" და საარჩევნო ნომრით "5". გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ ახალგაზრდების ეგვიპტეში დასვენება კარბელაშვილმა დააფინანსა. ინფორმაცია გიორგი კარბელაშვილის თანაშემწე თეონა ერქომაიშვილთან გადავამოწმეთ:

- ქალბატონო თეონა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი კარბელაშვილმა ვაკელი ახალგაზრდები ეგვიპტეში საკუთარი ფინანსებით დაასვენა...

- არ ვიცი, ასეთი რამ პირველად მესმის.

- "ფეისბუქში" ბატონი გიორგის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ეგვიპტეში გადაღებული ფოტოები, სადაც ახალგაზრდებს ნაციონალების საარჩევნო მაისურები აცვიათ წარწერით "კარბელა", თქვენ ეს არ იცით?

- იცით, მე არ ვარ ამ საქმეში კომპეტენტური. ასეთი ინფორმაცია არც მსმენია. თუ რამეს გავარკვევ, დაგიკავშირდებით.

ვაკელი ახალგაზრდები ეგვიპტეში გიორგი კარბელაშვილის დაფინანსებით

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"