ხალ­ხი ჩად­გმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი - ჩა­მო­ტა­რე­ბით

ხალ­ხი ჩად­გმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი - ჩა­მო­ტა­რე­ბით

პრე­ზი­დენ­ტმა მცხე­თის აქ­ცი­ას გა­და­უფ­რი­ნა, დი­ახ, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი - გა­და­უფ­რი­ნა, თუმ­ცა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ე.წ. ყრი­ლო­ბა­ზე შეკ­რე­ბილ­მა ხალ­ხმა მყის­ვე შე­იც­ნო მი­სი ბრწყინ­ვა­ლე­ბა და სი­ხა­რუ­ლის ამო­ძა­ხი­ლებ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. თით­ქოს უხი­ლავ­მა დი­რი­ჟორ­მა და­უქ­ნია ხე­ლი­ო, ისე ახ­მა­ურ­და შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი, არაფ­რად ჩა­აგ­დო, ტრი­ბუ­ნა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე რომ იდ­გა და გა­მა­ლე­ბით ლა­პა­რა­კობ­და ხალხის­თვის სა­მო­მავ­ლოდ გა­ხა­ზი­რე­ბულ მეტ სარ­გე­ბელ­ზე. მოკ­ლედ, ბაქ­რა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო, პრე­ზი­დენ­ტმა კი... პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­იფ­რი­ნა და გას­წია შო­რე­უ­ლი მხა­რე­ე­ბის­კენ ოც­ნე­ბე­ბის ასახ­დე­ნად...

სა­ერ­თო­დაც, 8 სექ­ტე­მ­ბერს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" პრო­ცე­სებს მარ­თლაც უხი­ლა­ვი დი­რი­ჟო­რი მარ­თავ­და და თა­ნაც რო­გორ... ვი­ხი­ლეთ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა, მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი "პრე­ზი­დენ­ტო­ფი­ლი­ა" და ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნის გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ამო­ძა­ხი­ლი: "რომ არ და­ე­ვა­ლე­ბი­ნათ, აქ ხომ არ წა­მო­ვი­დო­დი!" თუმ­ცა ამ ყრი­ლო­ბებ­ზე თავ­მოყ­რილ ადა­მი­ა­ნებ­ში იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც გულ­წრფე­ლად სჯე­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უძ­ლე­ვე­ლო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელს და­ვა­ლე­ბით კი არა, სიყ­ვა­რუ­ლით გა­ი­ძა­ხოდ­ნენ. სამ­წუ­ხა­რო­ა, პრე­ზი­დენტს მა­თი გა­ჩუ­მე­ბის სურ­ვი­ლი რომ არა და არ უჩ­ნდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს 11 ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ ყრი­ლო­ბებს პრე­ზი­დენ­ტმა რომ გა­და­უფ­რინ­-გად­მო­უფ­რი­ნა იცით უკ­ვე, ისიც იცით, ალ­ბათ, ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში დე­და­მი­წას რომ და­უბ­რუნ­და და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიტყ­ვი­თაც მი­მარ­თა. ისე, სჯობ­და, ნაკ­ლე­ბი ელა­პა­რა­კა და ბევ­რი ეფ­რი­ნა. ისევ ლან­ძღვა-­გი­ნე­ბა, ოც­ნე­ბა ოპო­ნენ­ტის გაქ­რო­ბა­ზე და "სე­ქენდ ჰენ­დი", ანუ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას პრე­ზი­დენ­ტმა შეს­ძი­ნა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტერ­მი­ნი, რო­გორ­ცაა "სე­ქენდ ჰენ­დი", დი­ახ, პრე­ზი­დენ­ტმა რუს­თავ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი ამ ტერ­მი­ნით მო­იხ­სე­ნი­ა, აქა­ო­და, ეს კან­დი­და­ტი ერ­თხელ სამ­ტრე­დი­ე­ლებ­მა და­ი­წუ­ნეს და ახ­ლა რუს­თა­ვე­ლებს "ტე­ნი­ა­ნო". არა­და, იმ ერ­თხელ რო­გორ და­ი­წუ­ნეს - გა­უ­გე­ბა­რი­ა, რად­გან 2003 წელს ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი სწო­რედ სამ­ტრე­დი­ის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქი­დან გახ­და და სწო­რედ იმ ბლო­კის სა­ხე­ლით, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც" იყო გა­წევ­რე­ბუ­ლი. ისე, მაგ პრინ­ცი­პით "სე­ქენდ ჰენ­დი" გია ბა­რა­მი­ძე ყო­ფი­ლა თუ ყო­ფი­ლა! ორ­ჯერ - 1999 და 2003 წლებ­ში - დი­დუ­ბის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქი­დან არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტი წელს მა­ინ­ცდა­მა­ინც ბა­თუ­მის გზას რა­ტომ გა­უ­ყე­ნეს, ვე­რა­ვინ მიხ­ვდა... და­ფიქ­რდით, ბა­თუ­მე­ლე­ბო - ვინ იცის, რა ხდე­ბა.

ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატს, ლე­გენ­დურ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკითხ­ა, თქვენს ოპო­ნენტ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან დე­ბა­ტებს თუ და­თან­ხმდე­ბი­თო? აი, რა უპა­სუ­ხა ახა­ლა­ი­ამ: - "მე დღეს ქარ­თველ ხალ­ხთან მაქვს დე­ბა­ტე­ბი. ჩე­მი ოპო­ნენ­ტი ალა­სა­ნია არა­ა, ჩე­მი ოპო­ნენ­ტი ხალ­ხი­ა!"

ხალ­ხი რა­ნა­ი­რა­დო? - გა­გიკ­ვირ­დათ, ალ­ბათ. რო­გორც ერ­თმა ფსი­ქო­ლოგ­მა მითხ­რა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მარ­ცხი მო­უვ­იდა და წა­მოს­ცდა ის, რა­საც გულ­ში ფიქ­რობ­და­ო. ისე ახა­ლა­ი­ას­თვის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი და პრობ­ლე­მა მარ­თლაც ხალ­ხი­ა, რო­მელ­ზეც ძა­ლა­დო­ბი­სა და ზე­მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, ოპო­ნენტს კი რო­გორ ექ­ცე­ვი­ან ახა­ლაი­ე­ბი, ვი­ცით ყვე­ლამ.

ვა­პი­რებ­დი, ორი სიტყ­ვა ჩემს იმ კო­ლე­გებ­ზე და­მე­წე­რა, "ჭყო­ნი­ა­ში" "შლი­ა­პა­ფარ­თებს" რომ ეს­წრე­ბი­ან და ბა­თუ­მის "შე­რა­ტონ­ში" პრე­ზი­დენ­ტის ხარ­ჯზე იწყ­ო­ბენ დას­ვე­ნე­ბას. თუმ­ცა რა­ღა დავ­წე­რო, უყუ­რეთ მათ გა­და­ცე­მებს, წა­ი­კითხ­ეთ მა­თი წე­რი­ლე­ბი და და­ი­ნა­ხავთ მათ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის და­ნა­ხარ­ჯი რა აშ­კა­რად ჩანს.

P.S. თე­ლავ­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბის ყრი­ლო­ბის შემ­დეგ კა­ხე­ლე­ბი თურ­მე ხუმ­რობ­დნენ: ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ხალ­ხი ჩად­გმით იყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი - ჩა­მო­ტა­რე­ბი­თო.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

- "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ზუგდიდში ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა იმღერეს

- "ჩქიმ ქომონჯს უორს სამარგალო" - "ჩემ ქმარს უყვარს სამეგრელო"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა