ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთისგან წვრთნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს

ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთისგან წვრთნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს

ნატო რუსეთის სამხედრო წვრთნების ჩატარებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა მოსკოვს მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, აშფოთებს თუ არა ნატო-ს, რომ წვრთნები საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს ჩატარდება და საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვევა, რასმუსენმა უპასუხა, რომ ურთიერთნდობის ძირითადი საფუძველი მაქსიმალური გამჭვირვალობაა.

"უნდა ვიცოდეთ, რა არის წვრთნების მიზანი, ასევე, სად და როგორ ჩატარდება. ჩვენ რუსეთისგან არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს", - განაცხადა რასმუსენმა.

"ევრონიუსი" საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალიანსის გეგმებითაც დაინტერსდა: "ნატო დაინტერესებულია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს. ეს, რასაკვირველია, რუსეთს ძალიან აწუხებს. რამდენად შორს წასასვლელად არის ალიანსი იმ გზაზე, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესების ზონად მიიჩნევს?"

ანდერს ფოგ რასმუსენის განმარტებით, ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს ქარტიაში ჩადებულ ძირითად პრინციპს, რომელსაც ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებმა 1999 წელს მოაწერეს ხელი.

"იქ მკვეთრად განსაზღვრულია ყველა სახელმწიფოს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ვიმედოვნებ, რუსეთში ეს ახსოვთ. ასე, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. მან კი საკუთარი ინტერესი უკვე დააფიქსირა. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო მის რიგებში იქნება, თუ ის ამისთვის აუცილებელ პირობებს შეასრულებს", - აღნიშნა რასმუსენმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა