ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს

ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს

ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, 2012-2013 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3078 დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი სრულდება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კომპიუტერების დისტრიბუციას "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს. "ბუკები" კომპანიების, "ალგორითმისა" და "ინტელის" მიერ საქართველოში დამზადდა.

კომპანია "ალგორითმიდან" ნეტბუკები დღეს თბილისის საჯარო სკოლებისთვის გაიგზავნა. 17 სექტემბერს ყველა პირველკლასელს "ბუკი" სკოლაში დახვდება. პროექტი მეორე წელია მიმდინარეობს. კომპიუტერიზაციის სამყაროში მოზარდების სწორი განვითარებისა და მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა ნეტბუკი "ბუკი". ნეტბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამები, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.

ამასთან, სასწავლო პროცესში ნეტბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. მასწავლებლები ნეტბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ, ასევე ისწავლეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება.

საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ინტერნეტიზებულია. ახალი სასწავლო წლიდან ნეტბუკები სახელმძღვანელოებთან ერთად, პირველკლასელთათვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი საშუალება იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"