ეკა გიგაური - ელჩებს "მასთ ქერის" არჩევნების შემდგომ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ

 ეკა გიგაური - ელჩებს "მასთ ქერის" არჩევნების შემდგომ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს "მასთ ქერის" პრინციპის არჩევნების შემდგომ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ.

ამის შესახებ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, მათ შორის მედიის პრობლემებს.

საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენებაზე. მისი თქმით, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამები ისმის. ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, საიამ ელჩებს წინასაარჩევნო დაუბალანსებელ გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია. "ვისაუბრეთ იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს შორის ბალანსი დაუცველია", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემაც. მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აუდიტის სამსახურის საქმიანობაში დაშვებულ შეცდომებსაც.

ნატოს ელჩებთან შეხვედრაში 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა