მუნიციპალურ ტრანსპორტში მეორედ და მესამედ მგზავრობისთვის არსებული შეღავათები გაუქმებულია

მუნიციპალურ ტრანსპორტში მეორედ და მესამედ მგზავრობისთვის არსებული შეღავათები გაუქმებულია

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მეორედ და მესამედ მგზავრობისთვის არსებული შეღავათები გაუქმებულია. შეღავათების გაუქმება ახალი ფასდაკლების სისტემის შემოღებამ გამოიწვია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მეორე და მესამედ მგზავრობისას არსებული შეღავათები გაუქმებულია და იგი ახალმა სისტემამ ჩაანაცვლა.

კერძოდ, აქამდე არსებული ფასდაკლების სისტემით პირველი მგზავრობისას მოქალაქეები 50 თეთრს, მეორე მგზავრობისას 30 თეთრს, მესამედ და შემდეგი მგზავრობის შემთხვევაში კი - 20 თეთრს იხდიდნენ.

ფასდაკლების ახალი სისტემით, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში მგზავრები პირველ ჯერზე 50 თეთრს გადაიხდიან, ხოლო შემდეგ საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავრებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ ფასდაკლების სისტემა უცვლელი დარჩება იმ კატეგორიებისთვის, რომლებსაც მგზავრობის შეღავათები გააჩნდათ. კერძოდ, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, უსინათლოებისთვის, ვეტერანებისთვის და 600 ათასამდე ყველა იმ პირისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ.

მეტროსა და ავტობუსში მგზავრობისას, ახალი ფასდაკების სისტემის შესახებ ინფორმაცია, თბილისის მერიამ მოსახლეობას ერთი კვირის წინ გააცნო. აღნიშნული სიახლე ვებგვერდზე www.chemitbilisi.com განთავსდა და 5 დღის განმავლობაში თბილისელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალი ინიციატივისთვის მხარი დაეჭირათ.

მერიის განმარტებით, ვებგვერდზე განთავსებულმა იდეამ, ხმათა საჭირო რაოდენობაზე მეტი მოიპოვა და განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"